20:36 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 17:17:37, 612 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა 20 და 21 მარტს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს

ძვირფასო მგზავრებო!

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 20 და 21 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს. დამატებითი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა შაბათს დილით, ხოლო უკან თბილისის მიმართულებით დაბრუნდება კვირას. მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

 

მატ.

დანიშნულება

გასვლ    20 მარტი თბილისი

ჩასვლა     20 მარტი ბათუმი

გამოსვლა 21 მარტი ბათუმი

ჩამოსვლა 21 მარტი თბილისი

 
 

808/ 805

თბილისი-ბათუმი

10:35

16:12

13:40

19:12

 

 

აქვე შეგახსენებთ, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში  არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics