|
2021-03-16 11:16:45, 399 ნახვა
პოლიტიკა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას,რომელიც მიმართული იქნება ახალი მარკეტინგული პროდუქტების შემუშავებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. თანამშრომლობის მიზანია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა,მარკ მაკკორდმა მოაწერეს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან დაცული ტერიტორიების გაძლიერებისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით, შევძლოთ საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა და არსებული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ. „მემორანდუმი, რომლითაცUSAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გამოხატავს მხარდაჭერას დაცული ტერიტორიების სააგენტოსადმი, მიზნად ისახავს, ერთად მოვიძიოთ ის გზები და შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს უნიკალურ საგანძურს, დაცულ ტერიტორიებს. ამავდროულად,მომავალი თაობებისთვის მისი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით,მოხდება მათი დაცვის გაძლიერება“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა,მარკ მაკკორდმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)