|
2021-03-15 17:08:27, 466 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების არასწორ და განზრახ ცრუ დეტალებზე საუბრობს
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების არასწორ და განზრახ ცრუ დეტალებზე საუბრობს. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებსა და „წითელ ხაზებზე“ საუბარი არ შეიძლება და ხელისუფლების მხრიდან დაყენებულია ყველა ის საკითხი, რაც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს. „თუკი ოპტიმიზმის საფუძველს რაიმე გვაძლევს, მათ შორის იყო გუშინდელი ძალიან კარგი და მოულოდნელი გადაწყვეტილება, როდესაც დანიელსონი დარჩა იმისათვის, რომ გაგრძელებულიყო მისი მედიაციით საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკება. არ შეიძლება არც „წითელ ხაზებზე“ საუბარი და არც სხვა დეტალებზე, შეიძლება საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან დაყენებული ყველა საკითხი არის სამართლიანი, გამომდინარეობს სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპიდან და ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული პოზიცია, თუმცა ამ პოზიციის სხვა დეტალების შესახებ ვერ ვსაუბრობთ. ამას არ არედიებიან ჩვენი ოპონენტები, რომელიც დეტალებზეც საუბრობენ და ამ დეტალების ინტერპრეტირებულ თუ არასწორ და განზრახ ცრუ ინტერპრეტაციებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)