06:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 14:24:24, 545 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ მედიაციის პროცესში ყველაზე კონსტრუქციული „ქართული ოცნება“ იყო

როგორც არ უნდა დასრულდეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ხალხი გაიგებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერი შეთანხმებისთვის მზადაა.

„კარგი ნიშანია ის, რომ მედიატორი დარჩა. გუშინ, დღის ბოლოს ჩვენ გვქონდა შეხვედრა, დაგვემშვიდობა და ფიქრობდა უკვე წასვლას, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ოპოზიციასთან საუბრის პოტენციალი კიდევ არის. ყველა ჩვენი შეთავაზება ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და ეს იყოს ისეთი შეთანხმება, რომელიც სჭირდება საქართველოს. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ ნებისმიერი შეთანხმებისთვის მზად ვართ. იმედია, დღეს წარმატებული დღე ექნება ჩვენს მედიატორს და შეთანხმება შედგება. როგორც არ უნდა დასრულდეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი გაიგებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული. იგივე გზავნილი გვაქვს შარლ მიშელისთვის, მათ შორის პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics