|
2021-03-15 14:03:24, 473 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა მართლმსაჯულების რეფორმაზე - ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის, „სასარგებლო იდიოტია“
მართლმსაჯულების რეფორმა შესაძლებელია გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც მმართველობის პირველ წელს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ოპოზიცია, ვისაც სჯერა მართლმსაჯულების რეფორმის ხელისულების მმართველობის 9 წლის თავზე განხორციელების, „სასარგებლო იდიოტია“. „სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიანში ყველაზე მნიშვნელოვანიც კი. უბრალოდ, დედამიწის ზურგზე, ვერცერთ ეპოქაში, ვერ მოძებნით, რომ მართვის 9 წლის თავზე რომელიმე მთავრობა მას ახორციელებდეს. ბლეფია დაძველებული და გასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან მართმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი. ეგ რეფორმა შესაძლებელია გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც მმართველობის პირველ წელს. მერე ვეღარ იზამს. ასე რომ ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და მზადაა ამას დასჯერდეს, უბრალოდ "სასარგებლო იდიოტია" - მეტი არაფერი”, - წერს გიგი უგულავა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)