|
2021-03-15 09:05:57, 599 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს დღესაც გამართავს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს დღესაც გამართავს. კრისტიან დანიელსონის ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრისტიან დანიელსონი ორჯერ შეხვდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შუალედში კი მან შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა. აღსანიშნავია, რომ კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დღეს დილით უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ვიზიტი ერთი დღით გადადო და შესაბამისად, დღესაც საქართველოში რჩება. „ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ უფრო წინ წავიდეთ, ყველა მხარე ძალიან ჩართულად მუშაობდა პროცესშიი. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)