21:44 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 17:00:30, 504 ნახვა

საზოგადოება
მეუფე სტეფანე მედიას - პროვოკაციას მიწყობთ

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი სტეფანე მედიას მიმართავს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტები პროვოკაციას უწყობენ.

მისივე თქმით, მისი გეგმებია - წირვები და ლოცვები.

„არ გავურბივარ არც პრესას, არც ტელევიზიას. აგერ, ხმამაღლა ვლაპარაკობ ყველაფერს, რაც მინდა, რომ ვთქვა. რაც არ მინდა, ვერავინ მათქმევინებს. პროვოკაციას მიწყობთ. თუ ეს თქვენი ცხოვრების ნაწილია, არ ვიცი, რამდენად იქნება თქვენი სულისთვის სასარგებლო პროვოკაციების მოწყობა. ეცადეთ, რომ სულისთვის იზრუნოთ და არა ვიღაცების დაკვეთა შეასრულოთ. სულ მეკითხებით რა გეგმები მაქვს - გეგმები მაქვს წირვები და ლოცვები“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ნაწილს შორის შელაპარაკება მოხდა.

დაპირისპირების შედეგად ჩამოინგრა საეპისკოპოსო რეზიდენციის აივნის მოაჯირი, რა დროსაც დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორია მედიის ექვსი წარმომადგენელი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სსსკ-ის 124-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics