|
2021-03-14 16:13:15, 586 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ პოზიციებს განვიხილავთ
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიროგი ვაშაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან ერთად მიმდინარე მოლაპარაკებებზე "ქართული ოცნების" ახალ პოზიციებს განიხილავენ. მისი თქმით, პროგრესი შეინიშნება, მაგრამ ჯერ არ არიან იმ ნიშნულამდე მისულები, რაზეც შეიძლება შეთანხმება მოხდეს. „მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ პროგრესი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს, ეს მე პოზიტიურად განმაწყობს, რადგან დღეს კიდევ ორი შეხვედრა გვექნება და შესაძლოა მხარეების პოზიცია კიდევ უფრო დაახლოვდეს. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მათი დამსახურებაა, ეს ბლიც-მოლაპარაკებები 5 თვის შემდეგ და ვფიქრობ, რომ ყველას რაციონალური მიდგომა უნდა გვქონდეს. ჩვენ განვიხილავთ ახალ პოზიციებს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, დოკუმენტი რაზეც ვმუშაობდით, ეს არის ამერიკის მიერ დადებული საბაზისო სტადარტი, რის გარშემოც მუშაობა მიმდინარეობს, ვფიქრობ ეს გარდამტეხი იქნება შეთანხმების პროცესში. განიხილება 6-ივე პუნქტი, განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, სააარჩევნო რეფორმა და რიგგარეშე არჩევნების თემატიკაც, როგორ შეიძლება მივიდეთ აქამდე. ჩვენ ვთქვით სამი ალტერნატივა რიგგარეშე არჩევნების თუმცა ყველაფერი ისევ განხილვის პროცესშია. კონკრეტულად ვერ გეტყვით თარიღს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)