23:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 23:58:58, 662 ნახვა

სამართალი
შსს ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ტელეკომპანიის სიუჟეტს, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიცია  სექს-მუშაკებს კომენდანტის საათის დროს ესკორტად ემსახურება.

„ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს“, – ნათქვამია შსს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics