18:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 09:33:13, 799 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მაღაზიები, რესტორნები და სკოლები იხურება

იტალიის უმეტეს ნაწილში ორშაბათიდან მაღაზიები, რესტორნები და სკოლები იხურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომელმაც მოსახლეობა კორონავირუსის მოსალოდნელი ახალი ტალღის შესახებ აცნობა.

ამასთანავე, სამი დღის განმავლობაში, აღდგომის დღესასწაულზე 3-5 აპრილის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული იქნება სრული „ლოქდაუნი“.

 „ვიცი, რომ დღევანდელი შეზღუდვები გავლენას იქონიებს თქვენი ბავშვების განათლებაზე, ასევე ეკონომიკაზე და ყელას ფსიქიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, იტალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 3.2 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, დაღუპულთა რაოდენობა კი, 100 000-ს აჭარბებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics