|
2021-03-12 14:52:12, 508 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი - მოლაპარაკებებზე ახალი არჩევნების საკითხს დავაყენებთ, პლებისციტი ხაფანგია და არა კომპრომისი
„მოლაპარაკებებზე ისევ ახალი არჩევნების საკითხს დავაყენებთ, პლებისციტი ხაფანგია და არა კომპრომისი“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გაჯიუტებას უნდა მოეშვას და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. „ჩვენ ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში ერთადერთ საკითხს ვაყენებდით და დღესაც ამ საკითხს ვაყენებთ ეს უკავშირდება ახალი არჩევნების დანიშვნას და უკვე თანმდევ საკითხებს, საარჩევნო სისტემის და მთლიანად გარემოს შეცვლა. ამიტომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდგომ რაუნდში და იმავე საკითხს დავაყენებთ. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის არა გაჯიუტებაში, ეს ოპოზიციასაც ეხება და ხელისუფლებასაც, არამედ ახალი არჩევნების დანიშვნაში“, - განაცხადა ირამ ინაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)