|
2021-03-12 14:34:28, 458 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ტრაურით გამოსული ჟურნალისტების განცხადებები რეალობას არ შეესაბამება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ტვ პირველთან“ დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ტრაურით გამოსული ჟურნალისტების განცხადებები რეალობას არ შეესაბამება. ვოლსკიმ ისაუბრა მედია თავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. „სასამართლოდან შაბლონური ტექსტის მიღება ჩვეულებრივი ამბავია და არავის უნდა გაუკვირდეს. როცა საქმე მასალების მოპოვებას ეხება, რასაკვირველია, სასამართლო არ ითვალისწინებს კონკრეტულ დაწესებულებას ან პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ტელევიზია გამოძიებასთან თუ თანამშრომლობს, შეჭრაზე საუბარი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ოდნავ სასაცილოცაა, რადგან გვახსენებს, რომ სააკაშვილის პერიოდში მედიათავისუფლების ინდექსით, ქვეყანა 104-ე ადგილზე იყო და 31 პუნქტით ჩამორჩებოდა შევარდნაძის პერიოდის ინდექსს. მედიათავისუფლებას არაფერი ემუქრება და მით უმეტეს, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ტრაურით გამოსული ჟურნალისტების განცხადებები არანაირად არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)