|
2021-03-12 13:28:46, 566 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი - დროა პოლიტიკურმა მხარეებმა გამოიყენონ ყველა ძალა, რათა იპოვონ ჩიხიდან გამოსავალი
დროა პოლიტიკურმა მხარეებმა გამოიყენონ ყველა ძალა, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ, კომპრომისის სახით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების საქმეა, რომ ელჩების დახმარებით თვითონ იპოვონ გამოსავალი, რათა არსებულ სიტუაციას გაუმკლავდნენ. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ საქართველოში, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, აქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, როგორც ევროკომისიი წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. აქ ახლა ვარ, როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც 10 დღის წინ გაიმართა საქართველოში. ახლა, ჩემი როგორც პირადი წარმომადგენლის როლია, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ქვეყანაში ამჟამად წარიმართება, ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეხება, რომ ყველა პოლიტიკური დიალოგის მონაწილე მხარეს შეეძლოს წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და დეგნანი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. ევროკავშირისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს. აქ რაც ხდება ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და არის ჩვენი მხრიდა ასეთი შეშფოთება, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული და ძალიან ბევრი გამოწვევაა სამწუხაროდ, რომელიც ეხება პანდემიას, ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არის დრო პოლიტიკური მხარეებისთვის, დაინტერესებული მხარეებისთვის, რომ ყველა ძალა გამოიყენოონ, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ, კომპრომისის სახით. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩემი როლი, ისევე როგორც ბატონი ჰარცელის და კელი დეგნანის როლი, არის ისევე მნიშვნელოვანი, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, დავეხმაროთ მათ. ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების უკვე საქმე, რომ მათ თვითონ იპოვონ ჩვენი დახმარებით ის გამოსავალი, იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ ამ სიტუაციას, გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და გაუმკლავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის კორონავირუსი და ეკონომიკური მდგომარეობა და ეს არის ხედვა იმისკენ, რომ ჩვენ უფრო გავერთიანდეთ“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)