04:09 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 12:29:56, 546 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი აუდიოჩანაწერებზე - ეს არის სიყალბე და ფაბრიკაცია, აღნიშნული პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის მცდელობაა

ეს არის უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია, რომელიც დასაგმობია, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელიც მომდინარეობს საქართველოს ექს-პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან.

„რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, ჩვენ ძლიან კარგად გვესმის თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია. ეს რა თქმა უნდა არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის, სწორედ მაშინ იქნა გამოყეებული ეს უბიძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია, რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, დასაგმობია როგორც ხელისუფლების, ასვევე ოპოზიციის მხირდან. იმედი მაქვს ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics