04:07 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 12:21:15, 446 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მინდა დავადასტურო მზაობა, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს

მინდა დავადასტურო მზაობა, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ინტერესი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის.

„ბატონი კრისტიან დანიელსონი საქართველოში იმყოფება ვიზიტით, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო გულწრფელი მადლიერებით მიშელის ჩართულობა ამ პროცესში, მოგეხსენებთ, რომ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის სისტემური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენი ქვეყნის მიმართ მის და ევროკავშირის ინტერესს ადასტურებს, ხაზს უსვამს, თუ რაოდენ  ეს არის ნდობის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, როგორც ხელისუფლებას, ასვეე ოპოზიციას და ჩვენ ასეთივე პათოსით, სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით უნდა ვუპასუხოთ.

მინდა გამოვხატო სრული მზაობა და დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული ხმარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ეს არა ერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთნ შეხვედრის დროს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics