|
2021-03-11 12:27:20, 634 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში გაიმართება - შედეგებს პირველივე რაუნდისას არ უნდა ველოდოთ
მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში გაიმრთება - შედეგებს პირველივე რაუნდისას არ უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და აუცილებელია, ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის შედგეს კონსენსუსი, რათა პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლოს. „მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაიწყო შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის დროს, როდესაც ის გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველი რაუნდი გამართულიყო პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამას შემდგომ მოჰყვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მისი წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მოვლინებულია საქართველოში. უახლოეს პერიოდში გაიმართება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი, ეს კომპლექსური პროცესია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის დაგროვილი თემატიკა, რომელიც დღის წესრიგშია, იქნება სრულად დაფარული და შედეგები მიღწეული პირველივე რაუნდის დროს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის და კიდევ ერთხელ გაცხადებული, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, რადგანაც აუცილებელია იქნას მიღწეული კონსენსუსი, რადგანაც ქვეყანას აქვს უსერიოზულესი გამოწვევები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, პანდემიასთან დაკავშირებული და ეკონომიკური თვალსაზრისით და ამიტომ აუცილებელია, რომ შედგეს კონსენსუსი ყველა პოლიტიურ ძალას შორის და პროცესები გადავიდეს პარლამენტში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)