|
2021-03-11 10:15:20, 531 ნახვა
პოლიტიკა
გაერო-ში აშშ-ის ელჩი - მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია
რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას. მას ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანვე მოუწოდა ეუთო-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე და მოთხოვოს ოკუპაციის შეწყვეტა, ასევე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება. „უკრაინის მიმართ აგრესიის გარდა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას, მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფას. რუსეთს ჯერ არ აქვს სრულყოფილად შესრულებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ან ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის შეუზღუდავი შესვლის შესაძლებლობის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე და მოთხოვოს შეწყვიტოს ოკუპაცია და სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“, - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)