|
2021-03-06 12:22:57, 987 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი: კარგია, რომ პარტიებმა შეძლეს ერთად დასხდომა - ყველა ადასტურებს, რომ მზად არის კომპრომისზე სამუშაოდ
პარტიებმა შეძლეს ერთად დასხდომა და წინადადებების წარდგენა, ყველა პარტია ადასტურებს რომ მზად არიან კომპრომისისთვის სამუშაოდ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებსაც საქართველოსთვის უკეთესი სურთ, აუცილებლად იპოვიან გამოსავალს, რათა ყველა შეთანხმდეს და ქვეყანამ წინ იაროს. მანვე დასძინა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება და სტრატეგიული პარტნიორები მზად არიან, რომ ქვეყანას მხარი დაუჭირონ. „ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვია საქართველოს, ეს იყო სასარგებლო ვიზიტი. ამან აჩვენა, რომ ევროპა ზრუნავს საქართველოზე და გვაღელვებს ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ახლა მიმდინარეობს მედიაციის პროცესი, კარგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთად დასხდომა და წინადადებების წარდგენა. ყველა პარტია ადასტურებს, რომ მზად არის კომპრომისისთვის სამუშაოდ. იმედი მაქვს, წარმოდგენილი წინადებებიდან და იდეებიდან, რომელიც ბევრმა ორგანიზაციამ წარმოადგინა, ის ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის უკეთესი სურთ, აუცილებლად იპოვიან გამოსავალს, რათა ყველა შეთანხმდეს და წინ წავიწიოთ. ბევრი გამოწვევა არსებობს მსოფლიოში და საქართველოს ნამდვილად სჭირდება მთელი ენერგიის ჩადება ამ გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ მზად ვართ ამ გზაზე საქართველოს მხარი დავუჭიროთ, ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება“, - განაცხადა დიეგო კალასმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)