|
2021-03-05 23:10:07, 608 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სოფელ სართიჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ სოფელ სართიჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ესპრესნიუს“ საქართველოს გენერალურმა პრურატურამ განუცხადა. „საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის მუნიციპლიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ზ. ს.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარების, ხოლო ზ. მ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 მარტს, სოფელ სართიჭალაში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ზ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზ.ს.-ს თავისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდგომ ზ.ს.-მ შურისძიების მოტივით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ავტომანქანაში მყოფი შ.ქ.-ს, თ.გ.-ს და ზ. მ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შესეგადაც მიღებული დაზიანებებით შ.ქ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო თ.გ. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა“, - აცხადებენ უწყებაში. ზ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება), ხოლო ზ.მ.-ს 19 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა. პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)