|
2021-03-05 18:28:10, 632 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - პარტიებს შორის შეთანხმებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, წინ წავალთ
პარტიებს შორის შეთანხმებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ წინ წავალთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, სასარგებლო იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლა საქართველოში. „მხარეებს გამოსავლის პოვნის სურვილი გააჩნიათ, მიუხედავად კომპლექსური პრობლემებისა და არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, ყველა პარტიის მხრიდან მხოლოდ ამ პრობლემის გადაჭრის სურვილს ვხედავ. ძალიან სასარგებლო იყო პრეზიდენტ მიშელის ჩამოსვლა, რაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მეგობრების განსაკუთრებულ ინტერესს კიდევ ერთხელ ადასტურებს. პარტიებს შორის შეთანხმებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, წინ წავალთ, რადგან ამის პოლიტიკური სურვილი არსებობს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)