02:01 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 13:22:12, 357 ნახვა

საზოგადოება
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთზე (N145-დან - N94-მდე)  გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ნაწილზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით,  1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ასფალტის საფარი იგება. ასევე, N108 ავტობუსის ბოლო გაჩერებიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება გზის საფარი. ჯამში, სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით,  230 000 ლარი არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება 26 მაისის ქუჩის დარჩენილ  მონაკვეთს,  გზის ფრაგმენტული შეკეთება მიმდინარეობს. აღნიშნულ დასახლებაში გასულ წელს გამგეობის მიერ მოეწყო წყალარინების ქსელი. გარკვეულ ნაწილზე შესაცვლელია წყლის ქსელი, რომლის მოწესრიგებაც კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მომავალ წელს აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ გამგეობა გზის დარჩენილი ნაწილის კაპიტალურ რეაბილიტაციას განახორციელებს.

აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობდა. გლდანის გამგეობამ  6 500 გრძივ მეტრზე  წყალარინების ქსელი მოაწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics