|
2021-03-05 12:19:44, 506 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ნანატრი სანქციები, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია ოცნებობს, არ იქნება
„ნანატრი სანქციები, რომელზეც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ, არ იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, აცხადებს. როგორს ის ამბობს, პარტნიორების მხრიდან იყო კრიტიკაც, თუმცა ამის მიუხედავად სანქციები საქართველოს წინააღმდეგ არ დაწესდება „რაიმე სანქციებს, რეზოლუციებს, რასაც თქვენ ვფიქრობთ ხოლმე რომ იქნება და გიხარიათ, ეს არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რადგან ასეთი შეფასებები ჩვენ ვნახეთ, მათ შორის კრიტიკულებიც და აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა საქართველო ამ შეფასებებსაც, კრიტიკასაც და პასუხებიც გაეცა მათ. რაც შეეხება ნეგატიურ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთი არ იქნება, რადგან კანონის აღსრულებისთვის ხელისუფლება კომპრომისულ წინადადებას უამრავს აყენებს და ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ, არ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)