|
2021-03-04 16:55:39, 670 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ს ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხებიდან COVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. ასევე, მიმოიხილეს ამ დროისთვის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით არსებული ვითარებაც. აშშ-ს ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოში ინფექციის მართვის კუთხით და ასევე, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. „გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ახლა ჩვენს ქვეყნებში, როგორც ინფექციის მართვის კუთხით, ასევე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით. ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად და ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის. სულ ახლახანს გამოჩნდა ჯონსონ-ჯონსონის ვაქცინა და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდივის, უკრაინისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)