00:55 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 13:02:23, 574 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ხელაშვილი - ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის კონსტრუქციულობა

ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მხარეებს შორის პროგრესის ორ კვირაში მიღწევა შესაძლებელი იქნება.

„პარტიის შიგნით მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმატით საუბარი. ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია. ამ მხრივ, ძალიან უხერხული იყო რაც გააკეთა ოპოზიციამ, როდესაც შეხვედრის დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მიაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას იმის შესახებ, თუ რაზე იყო საუბარი შეხვედრაზე. ჩემი ინფორმაციით, რაც ამ შეხვედრაზე გაჟღერდა იყო ის, რომ ბატონმა მიშელმა ქართულ ოპოზიციას ამ დებატებში მეტი კონსტრუქციულობისაკენ მოუწოდა და დაგვითქვა დრო, რომ 2 კვირის განმავლობაში უნდა მივაღწიოთ გარკვეულ პროგრესს. ვფიქრობ, ეს პროგრესი შეიძლება, რომ მიიღწეს. როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გამართა. მან ორივე მხარეს გარკვეული პროგრესის მისაღწევად ორკვირიანი ვადა მისცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics