|
2021-03-04 11:19:46, 484 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა სთხოვა
პრემიერმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა სთხოვა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს. „მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით შექმნილ მოსახლეობის წუხილს, მათ მიერ გამთქმულ წუხილს, რომელიც ჩვენ სზოგადოებაში გაჩნდა და კითხვები არსებობს, ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, პროფესიონალური პასუხი, მე ვფიქრობ. რომ აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ კითხვებს, უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ ქალბატონი თურნავა და ბატონი დავითაშვილი, პირადად ჩავიდნენ ნამახვანჰესში და აუხსნან, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი, ასევ მინდა ვთხოვო მინისტრებს გამართონ შესაბამისი შეხვედრები და ამ პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოასმენები და ყველა შესაძლი კითხვას გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)