|
2021-03-03 00:25:29, 791 ნახვა
მსოფლიო
პოლონელი LGBT აქტივისტები რელიგიური ხატების შეურაცხყოფაში უდანაშაულოდ ცნეს
ქალაქ პლოკის სასამართლომ სამი LGBT ქალი აქტივისტი უდანაშაულოდ ცნო. მათ ბრალად რელიგური გრძნობების შეურაცხყოფა ედებოდად, რაც პოლონეთში ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აწ უკვე ყოფილმა ბრალდებულებმა, Elżbieta Podleśna-მ, Anna Prus-ამ და Joanna Gzyra-Iskandar-მ ღვთისმშობლისა და იესოს ხატები გაავრცელეს, რომლებსაც ცისარტყელას ფერები ჰქონდათ და სახელად „ცისარტყელა ღვთისმშობელი“ უწოდეს. სასამართლო განხილვამდე, ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა პოლონეთის ხელისუფლება აქტივისტების „შევიწროვებაში“ დაადანაშაულეს. მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას განაცხადა, რომ აქტივისტების მოქმედებები იყო პროვოკაციული, მაგრამ მიზნად ისახავდა ყურადღების მიპყრობას ჰომოფობიურ და მავნე განცხადებების მიმართ, რომელიც პლოკის ეკლესიაში ხშირია. „აქტივისტების განზრახვა არ იყო ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენონ რელიგიურ გრძნობებზე, მათი მოქმედებები იყო პროვოკაციული, მაგრამ მიზნად ისახავდა ყურადღების მიპყრობას ჰომოფობიურ და მავნე განცხადებების მიმართ, რომელიც პლოკის ეკლესიაში ხშირია“, - განაცხადა მოსამართლე Gazeta Wyborcza განაჩენის გამოტანისას.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)