|
2021-03-02 13:04:24, 813 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - დიალოგიდან 12 საათში ოპოზიციამ გააგრძელა დესტრუქცია, რაც მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება
დიალოგიდან 12 საათში ოპოზიციამ გააგრძელა დესტრუქცია, რაც მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. „მე მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს გუშინდელი შეხვედრის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რაზეც მე დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან 12 საათში, ვნახეთ თუ რაოდენ დესტრუქციული ქმედება გააგრძელე მათ, ვგულისხმობ დღეს პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც არის აბსოლუტურად სახელწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. მეტიც, ეს არის უკანონო დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ და არ ემსახურება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)