|
2021-02-26 14:19:44, 411 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: წესების დაცვით უნდა შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება, რასაც სჭირდება ჯეროვანი კონტროლი
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით შეზღუდვების შემსუბუქებაზე და კონტროლის მექანიზმებზე. ,,მთავარი გამოწვევა, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბალანსის გამოძებნა, გახლავთ, რომ შეზღუდვები და, მათ შორის, ეკონომიკური აქტივობა ისე დაიგეგმოს, რომ ეპიდემიის უკონტროლო გავრცელებას არ ჰქონდეს ადგილი. ასევე, ეკონომიკას თანმიმდევრულად მიეცეს აღდგენის შესაძლებლობა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი აჭარაში, ბათუმში, რადგან არის ტურისტულად მნიშვნელოვანი მიმართულება. საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შემსუბუქდა შეზღუდვების დიდი ნაწილი, რომელიც რეგიონში ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა რეალურად მოგვეცემა საშუალება მივიღოთ შიდა და საერთაშორისო ტურისტების პირველი ნაკადები. მთავრობის სხდომაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ეპიდვითარება. თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით აღნიშნა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც კერძო სექტორისა და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც კერძო სექტორის, ისე რიგითი მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა ყველა უწყებასთან. წესების დაცვით უნდა შევინარჩუნოთ ის სტაბილური ეპიდვითარება, რაც გვაქვს ბოლო კვირების განმავლობაში. ამას სჭირდება ჯეროვანი და ეფექტური კონტროლი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის სხდომაზე, შეზღუდვების შემსუბუქების კონტროლის საკითხებთან ერთად იმსჯელეს ქობულეთის ინდუსტრიული ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმებზე. სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით 25 თებერვლიდან დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შაბათ-კვირის ჩათვლით, ზამთრის კურორტებზე გაიხსნა სასტუმროები. ასევე, 1 მარტიდან ბათუმის მასშტაბით რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)