20:35 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 14:16:56, 479 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძის განცხადებით, 26 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე ოპოზიცია სამომავლო გეგმებს გააჟღერებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით 26 თებერვალს დაგეგმილ აქცია-მსვლელობაზე ოპოზიცია სამომავლო გეგმებს გააჟღერებს.

როგორც დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხვალინდელი აქცია-მსვლელობა იდეურად თავისულებისკენაა მიმართული.

„ეს არის მსვლელობა თავისუფლებისთვის, იდეურადაც მსვლელობა და აქცია თავისუფლებისთვის, იმ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს იმყოფება ქვეყანა და იმ ძალიან დიდი საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც ემუქრება ჩვენს ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ მომავალს. ეს იყო მთავარი საკითხები ოპოზიციის შეხვედრის და ასევე, მთავარი საკითხები იყო სამომავლო გეგმები, რომლებსაც ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 26 თებერვალს ოპოზიციამ დააანონსა აქცია, რომელიც ფილარმონიასთან დაიწყება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ, პარლამენტთან გადმოინაცვლებენ, შემდეგ კი, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივლენ. ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასვე ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics