06:04 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 23:24:28, 556 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ გავრცელებას ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკორაიონის (ნაწილობრივ), დელისის III ქუჩის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მირიან მეფის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, გურიელის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზა შაფის და გრიშაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის  მოსახლეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics