23:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 11:44:28, 1802 ნახვა

ომი უკრაინაში
Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 213.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 213.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.1 მილიონ ადამიანს უტარდება. 

ქვეყნების მიხედვით, აშშ პირველ ადგილზეა, სადაც ამ ეტაპისთვის, 65 მილიონი ადამიანი აცირა, მას კი, ჩინეთი მოსდევს, სადაც კოვიდ19-ის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 40.5 მილიონზე მეტია. ამასთანავე, ევროკავშირში ვაქცინაცია ჯამში, 27.9 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

ქვეყანა, სადაც ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელია, სადაც უკვე 7.6 მილიონი ადამიანია აცრილი, ისრაელს კი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და დიდი ბრიტანეთი მოსდევს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics