|
2021-02-23 13:29:59, 455 ნახვა
პოლიტიკა
ნეოშევარდნაძისტები და ასლან აბაშიძის მონები არიან - გიგი უგულავა უმრავლესობაზე
„ნეოშევარდნაძისტები და ასლან აბაშიძის მონები არიან, რომლებიც გადმოიბუქსირა ახლა ივანიშვილმა“, - „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა „ქართული ოცნების’ ლიდერებთან დაკავშირებით აცხადებს. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე არის კორუმპირებული ლაწირაკი. „ჩვენ ქვეყანას არ ჩავაბარებთ ივანიშვილსა და პუტინს. უკომპრომისო იქნება, დაჭერებიც იქნება, ყველაფერი იქნება, მაგრამ ეს პაჭანიკები, რომლებიც ამ ქვეყანას შემოესივნენ, ქვეყანას დატოვებენ და ქვეყნის ძიძგვნას მოეშვებიან. ეს აუცილებლად მოხდება. ბევრს შეიძლება არ სჯეროდეს ისე, როგორც არ სჯეროდათ საბჭოთა კავშირის დაშლა. როგორც ის გადაჯიშდა ისე გადაჯიშდება ივანიშვილი. რა კიბერ შეტევა, ადამიანებს თავს დაესხნენ და ოფისი ააოხრეს. მდინარაძე ლაწირაკია, კორუმპირებული ნაგავი იყო, ასლან აბაშიძის შნირი და მექრთამე იყო და მასე დარჩა. ნეოშევარდნაძისტები და ასლან აბაშიძის მონები არიან რომლბიც გადმოიბუქსირა ახლა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა, რომ უთხრას მდინარაძე აქ ტიტველი ივლის“, - განაცხადა გიგი უგულავა.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)