|
2021-02-23 12:43:28, 587 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან, ყველა ლიდერთან - ეს იქნება მძიმე ბრძოლა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა, რომლის ამოცანაა ერის დახსნა საღარიბისა და მონობის უღელისგან. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთა, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის, უბედურებისა და სიღატაკის მძიმე ხვედრს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა, რომლის ამოცანაა საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბის და მონობის უღელისგან, რომელშიც ის შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის ის ძალა, რომელმაც შეძლო წარმატებული გამოცდილების შექმნა საქართველოსთვის, რასაც აღიარებს მთელი მსოფლიო და რომელმაც შეძლო ბრძოლის გაგრძელება, მიუხედავად ამდენწლიანი რეპრესიებისა. ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთის, უბედურებისა და სიღატაკის ამ მძიმე ხვედრისგან, ისინი ამას გააგრძელებენ, იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მანვე დასძინა, რომ საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ბრძოლის ყველანაირი მეთოდის გამოყენება, საკუთარი თავის დაცვა და მძიმე ბრძოლა, რომელიც ახლაა საქართველოში, აუცილებლად მივა გამარჯვებამდე. „მათი გეგმაა, რომ არავინ შეუშალოს ხელი სასახლეების მშენებლობაში და ტკბობაში, ქვეყანა დაიცალოს და ბოლომდე განადგურდეს, ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი და ეს არის ის, რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს, ამიტომ უნდა ვისწავლოთ ბრძოლის ყველანაირი პოლიტიკური მეთოდის გამოყენება, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის თავდაცვა, უნდა ვისწავლოთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი და აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე და ეს ასეც იქნება, მაგრამ ეს იქნებას მძიმე ბრძოლა, რომელიც მოითხოვს თითოეული ქართველის მიერ იმის გათვალისწინებას, თუ რა საფრთხის წინაშე ვართ თითოეული ჩვენგანი“, - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)