|
2015-10-07 09:36:28, 499 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს, საზოგადოებისთვის სანიმუშო უნდა იყოს
ადამიანი, რომელიც ფორმას ატარებს, საზოგადოებისთვის სანიმუშო უნდა იყოს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „კავკასიის“, გადაცემა „ბარიერში“ ჯარში სუიციდის პრევენციის თემაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, მათ შორის იაარღის ტარების, ნარკოტიკების მოხმარებისა თუ აზარტული თმაშების მიმართულებით. იმავდროულად, სამინისტროს შემუშავებული აქვს ჯარისკაცების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კამპანია „მხარი მხარს“ მიმდინარეობს. „ადამიანს, რომელიც ატარებს ფორმას, სხვა დატვირთვაც აქვს, ის ერთგვარად სანიმუშო უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ამიტომ ჯარში თვალის დახუჭვა არ შეიძლება იმაზე, რაზეც საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიძლება თვალი დავხუჭოთ. კამპანიას - „მხარი მხარს“ ფსიქოლოგების დახმარებით ვახორცილებთ, შევქმენით ცხელი ხაზიც, რომ რაც შეიძლება მეტი ანონიმური ინფორმაცია გვქონდეს, ვიცოდეთ, სად არის სუსტი წერტილები და სად არის საჭირო დახმარება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, დღეს თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ყოველი ჯარისკაცის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეს საკითხი ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მთელი საზოგადოებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)