|
2021-02-19 15:27:29, 550 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე პრეზიდენტს - კონცენტრირდით ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე და დაქალების ექსკურსიაზე
რაც ნაკლებს ისაუბრებთ მით ნაკლებად დააზიანებთ საქართველოს - კონცენტრირდით დაქალების ექსკურსიაზე, ანტიკვარიატსა და ირანულ მამლებზე, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წერმა, დავით ბაქრაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან. „გავიმეორებ ჩემს ტრადიციულ რჩევას ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ, რაც ნაკლებს ისაუბრებთ, მით ნაკლებად დააზიანებთ საქართველო, მით ნაკლებ საფრთხეს და ზიანს მიაყენებთ ამ ქვეყნის მომავალს, ამიტომ კონცენტრირდით ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე, დაქალების ექსკურსიაზე და დაანებეთ თავი იმას, რაც არ გესმით. პოლიტიკური დიალოგი და ვითარების განმუხტვა არ არის თქვენი კომპეტენცია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდომა საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან, რომ შუამავლის როლი ითამაშოთ ამ პროცესსში, ამიტომ დაანებეთ თავი იმას, რაც არ იცით და არ გესმით, მიხედეთ იმას რაც გესმით, მამლებს, ექსკურსიებს და სასახლის მოწყობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)