|
2021-02-19 14:39:38, 505 ნახვა
პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს სამთავრობო გუნდში მხოლოდ ერთი ახალი სახე ეყოლება
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ იქნება ერთი ახალი სახე, ეს არის თავდაცვის მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არის ქვეყანაში. „ამ ეტაპზე რაც ცნობილია, ერთი ახალი სახე იქნება, ეს არის თავდაცვის მინისტრი, ვინ იქნება კონკრეტულად ამის თაობაზე ჯერჯერობით არ შემიძლია უფრო მეტის თქმა. რაც შეეძლება ჩვენი მხრიდან რა იქნება პრიორიტეტი სამთავრობო პროგრამაში, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევებს პასუხობდეს სამთავრობო პროგრა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება, ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას კი, საკანონმდებლო ორგანო ორშაბათს დაამტკიცებს.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)