|
2021-02-19 13:05:53, 562 ნახვა
პოლიტიკა
„პოლიტიკური კრიზისი რუსული არომატით“ - ფრანგული გამოცემა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
„პოლიტიკური კრიზისი რუსული არომატით“ - ამ სათაურით ფრანგული გამოცემა, LE FIGARO საქართველოზე სტატიას აქვეყნებს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც სტატიაშია აღნიშნული, გიორგი გახარია, რომელმაც გუშინ თანამდებობა დატოვა მმართველი გუნდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა და ქვეყანში დაიწყო ახალი ეპოქა, რომელიც არის პოლიტიკური კრიზისის ნაწილი, რომელშიც 2019 წლიდან რუსეთი მონაწილებს. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოში, 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იჯდა. ამასთანავე, გამოცემა ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასა და სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას. სტატიაში საუბარია სერგეი გავრილოვის „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუზეც და აღნიშნულია, რომ აღნიშნული განცხადებით, სერგეი გავრილოვმა „ცეცხლზე ნავთი დაასხა“. „სერგეი გავრილოვმა შეაქო მმართველი პარტია, რომელიც, მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში გადატრიალებების, რეპრესიებისა და დიქტატურის აღსაკვეთად. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სასამართლო პროცესები ხშირად პოლიტიზირებულია“, - წერია სტატიაში. სტატიის ბოლოს აღნიშნულა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართლმა ოცნებამ“ აღნიშნულ კანდიდატურაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც ამავე პოსტს 2013-2015 წლებში იკავებდა. „ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე ყოფნის დროს ცუდი მოგონებები დატოვა. მას არ აქვს საკუთარი ხედვა, ის ბიძინა ივანიშვილის მსახურია“, - აცხადებს ერთ-ერთი დასავლელი დიპლომტი, რომლის სახელსაც სტატიის ავტორი არ ასაჯაროებს.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)