15:20 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 09:15:11, 740 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს ან ძალადობა გამოიწვიოს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, პირადი თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის წინაშე იმის უზრუნველყოფით, რომ მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და განვითარებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics