|
2015-10-06 18:09:46, 644 ნახვა
პოლიტიკა
მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მედიაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახლადანიშნული უფროსი გიორგი გვიმრაძე „ექსპრესნიუსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ ჟურნალისტად არასდროს უმუშავია და აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოში ნამდვილად მუშაობდა. მისი თქმით, საბჭოში ირინა იმერლიშვილის პერიოდში იყო, სადაც უშიშროების საბჭოს მდივნის კონსულტატის თანამდებობას იკავებდა. „ კი ბატონო ვადასტურებ, რომ ჟურნალისტად არ ვმუშაობდი. მად არაფერია დასამალი. უშიშროების საბჭოს მდივნის კონსულტანტი ვიყავი, იმერლიშვილის დანიშვნის შემდეგ“ -განაცხადა გვიმრაძემ. რაც შეეხება თანამშრომლების პროტესტს, პროდუსერად ლიკა ხურციძის წარდგენას და დანიშვნასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, რომელსაც „ნაციონალური“ წარსული აქვს, ამ ფაქტს საინფორმაციოს უფროსი არ ადასტურებს. „ არ ვადასტურებ, რადგან არავინ არსად არ დანიშნულა. დანიშვნები ჯერჯერობით არ განხორციელდება გარკვეული პერიოდი. ლაშა მიქაძე ასრულებს თავის მოვალეობას, ხელმძღვანელი ვარ მე და დამთავრებულია ეს საკითხი. არ ვიცი რას აცხადებენ ჟურნალისტები. მაგაზე პასუხს არ გაგცემთ, ჩემთან ჟურნალისტებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ, თუ გამოთქვამენ, პასუხს როგორმე გავცემ“, - აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)