|
2021-02-18 10:33:51, 548 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურად ვბარდებით რუსეთს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, საქართველოს საამაყო პოლიცია ბიძინა ივანიშვილის პირად „ოპრიჩნიკებად“ ჩამოყალიბდა. მისი თქმით, დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება თავისუფლების დასამარებას ნიშნავს. „საამაყო პოლიცია ივანიშვილის პირად „ოპრიჩნიკებად“ ჩამოყალიბდა, კანონს არღვევენ, აბსოლუტურ უკანონობას ჩადიან. ჩვენ ვიცავთ კანონს, ჩვენ ვართ კონსტიტუციის ფარგლებში, ვიქნებით მტკიცედ. გინდ სპეცნაზით მოვიდნენ, გინდა მარსიანელებთან ერთად, მაინც არაფერი არ შეიცვლება. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი. მე მინდა ასევე გამოვეხმაურო აშშ-ის საელჩოს განცხადებას. ცალსახად ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ. ალბათ ხვდებით, რომ პოლიცია მშვიდობიანი მომლაპარაკებელი არ და ვერ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცნაზის და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ პოლიციის და სპეცნაზის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს. ამ სიტუაციიდან არის ერთადერთი გამოსავალი, ნიკა მელია ციხეში არ წავა. დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს უბრალოდ თავისუფლების დასამარებას; დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფსიქოლოგიურად ვბარდებით რუსეთს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)