21:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 15:53:03, 733 ნახვა

კომენტარი
ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

„ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იქნება ბოლო წერტილი.

„მინდა მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე - დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი, ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე.

არავის ამის აღარ სჯერა. ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, რომ თუ ახლა ვიღაც ამაზე თვალებს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთაშორისო მეგობრობა დადგება ფეხზე და მარტო სანქციები კი არა, არ აგცდება შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები.

არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის - ჩემი არამეგობრული მაგრამ დაჟინებული რჩევაა, ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლოა.

ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი, პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ. ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, იმის შემდეგ უკვე დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი.

ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics