|
2021-02-17 11:42:55, 779 ნახვა
საზოგადოება
ოკუპაციის 100 წელი - საჯარო ლექციების ციკლი ეროვნულ არქივში
2021 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი სრულდება. სწორედ ამ უმძიმეს თარიღს ეძღვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც 18, 22 და 26 თებერვალს გაიმართება. ისტორიკოსი, ეროვნული არქივის თანამშრომელი დიმიტრი სილაქაძე ონლაინ წაიკითხავს 3 საჯარო ლექციას საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ: „მზადება ომისათვის" (18 თებერვალი, 18:00 საათი), „ომის პირველი ეტაპი და თბილისის დაცემა" (22 თებერვალი, 18:00 საათი) და „ომი თბილისის დაცემის შემდეგ და მარცხი" (26 თებერვალი, 18:00 საათი). ლექციებში მიმოხილული იქნება ის უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც 100 წლის წინათ საქართველოში განხორციელებულ ტრაგიკულ მოვლენებზე საინტერესო და უტყუარ ცნობებს გვაწვდის. ბოლო წლებში საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ჩატარდა, გამოიცა წიგნები, შეიქმნა ელექტრონული კატალოგი და მულტიმედია გვერდი, გაიმართა გამოფენები მატერიალურ და ციფრულ ფორმატში. ამ მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.archive.gov.ge.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
ბელგოროდის უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა: იქ დრონებს აწყობდნენ
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)