|
2015-10-06 14:40:50, 421 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მედიას თავისუფალი მაუწყებლობის საშუალება მიეცეს
"საერთოდ ჯობია საკითხები ერთმანეთთან შესადარისი იყოს, უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა ორმაგი სტანდარტის გამოვლინება, როდესაც "რუსთვი 2" ის მხარდამჭერ აქციაზე "ქართული ოცნების" წევრის დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფისთვის პირს სისხლის სამართლის კოდექსით ასამართლებენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეურაცხყოფისთვის კი, 100 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. "საერთოდ ჯობია ასეთი საკითხები ერთმანეთთან შესადარისი იყოს. გეთანხმებით უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი და არა ორმაგი. არ ვიცი ამ შემთხვევაში მოსამართლის მხრიდან რა გარემოება იქნა გათვალისწინებული და რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არ ვიცი ეს სტანდარტი დაკავების დროს დარღვეული იქნა თუ არა. არ ვიცნობ კონკრეტულ გარემოებებს დაკავებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მან მედიის თავისუფლებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ნებისმიერი მთავრობისთვის პრინციპული უნდა იყოს. "მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი იმ უმაღლესი პრინციპთაგანი, რომელიც გააჩნია მთავრობას და რომელიც ნებისმიერ მთვრობას უდა გააჩნდეს. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ ეტაპზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. მგონია, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მედიას თავისუფალი მაუწყებლობის საშუალება მიეცეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)