|
2021-02-16 11:34:05, 681 ნახვა
სამართალი
პროკურორი - საპარლამენტო იმუნიტეტი არავისთვის არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს
საქმე გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევასთან, ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ ლმობიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თანამდებობრივი მდგომარეობა არ არის არავისთვის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. „ჩვენი მიზანი იყო მართლმსაჯულების პროცესი, რომელიც ნიკა მელიას მიმართ ხორციელდება, წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება, კონკრეტულ შემთხვევაში - გირაო. ის ფაქტი, რომ დღეს ამგვარი წინადადება არის წარმოდგენილი და პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, არის შედეგი ნიკანორ მელიას ქმედებისა, რომელსაც უბრალოდ არ სურს გირაოს თანხის გადახდას. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ მოხდა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულისთვის თავდაპირველად პატიმრობის გამოყენება, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს უპრეცედენტო შემთხვევასთან. როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე ითხოვს რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვიმსჯელებთ. საპარლამენტო იმუნიტეტი, თანამდებობრივი მდგომარეობა არ არის არავისთვის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა ამას. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მის მიმართ აღვეთის ღონისძიების საკითხი, მაშინვე იქნა იდენტიფიცირებული ოთხი საფრთხე და ეს იყო: მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)