|
2021-02-16 11:15:37, 517 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რატომ არ მიეცათ ნიკა მელიას ადვოკტებს კომიტეტის სხდომაზე დასწრების უფლება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ მიეცათ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებს საკომიტეტო სხდომაზე დასწრების უფლება. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კომიტეტს ოფიციალური განცხადება, მიმართვა არ მიუღია ადვოკატების მონაწილეობასთან დაკავშირებით. მანვე დასძინა, რომ კომიტეტი არ არის სასამართლო და შეუძლებელია ის სასამართლოს კომპეტენციაში შეიჭრას. „ოფიციალურად კომიტეტს არანაირი ოფიციალური განცხადება, მომართვა არ მიუღია ვინმეს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენთვის შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ადვოკტები აპირებენ დასწრებას, თუმცა მომართვა ოფიციალური არ შემოსულა გუშინ, რომ ვინმეს ჰქონდა დასწრების სურვილი. ჩვენ აქ არ ვართ სასამართლო და შეუძლია კომიტეტს იმსჯელოს ამ საკითხზეც, ჩვენ დაცვის და ბრალდების მხარეებს მოვუსმინოთ, შევიდეთ სიღრმეებში, ეს სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრას გამოიწვევდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსილება და წინა შემთხვევაშიც, მაშინ არავის დაუსვამს ადვოკატების დასწრების მოთხოვნა. ჩვენ ველოდებით ყველა პარლამენტის წევრს, ღიაა კარი ყველასთვის, ვინაიდან ეს უფლებამოსილება ეკუთვნით პარლამენტის წევრებ, რომ შეამოწმონ წინადადების საფუძვლიანობა. ჩვენ ამის სრული ბერკეტი გვაქვს, თუ ჩვენ ამის შემდგომ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დამატებით ახსნა-განმარტებები შეიძლება გახდეს საჭირო, იმსჯელოს კომიტეტმა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საკანონმებლო ორგნოში, სადაც საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, ნიკა მელიას ადვოკატები არ შეუშვეს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)