|
2021-02-15 17:09:18, 527 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს
პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს. საკითხს ხვალ საპროცედურო საკითხთა და შემდგომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ და შემდგომ ის, სავარაუდოდ ხვალვე, პლენარულ სხდომაზე გავა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. უწყებამ თანხმობის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოს 12 თებერვალს მიმართა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)