|
2021-02-15 13:56:18, 474 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიამ და ვენდი მორტონმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს
ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული ვითარება და საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში იყო მთავარი თემები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ გაერთიანებული სამეფოს მინისტრთან ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებას და ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების მძიმე ფაქტს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე შავი ზღვის ფართო რეგიონის კონტექსტში და ამ კუთხით გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას პოსტ-ბრექსიტის ეტაპზე. პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. შეხვედრისას ასევე აღინიშნა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევები. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაერთიანებული სამეფოს როლს ვაქცინების გლობალური ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაში. მთავრობის მეთაურმა ვენდი მორტონს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიქმნა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)