|
2021-02-15 11:41:55, 722 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ სამშენებლო სამუშაოები შეწყდა
ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ სამშენებლო სამუშაოები შეწყდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს. ინვესტორის თქმით, მათ სასამართლოში 6-წლიანი დავა მოიგეს, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები განაახლეს. „ჩვენ მერიიდან ნებართვა გვაქვს 2013 წლიდან. ამის შემდეგ დაგვჭირდა 6 წელი იმ ადამიანების საპასუხოდ, რომლებიც გვიჩიოდნენ, რომ აქ არ შეიძლებოდა მშენებლობა და ნებართვა იყო უკანონოდ გაცემული. 6 წლიანი დავის შემდეგ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო პროცესი და აღვიდგინეთ მშენებლობის ნებართვა ამ ადგილას. გვაქვს სასამართლოს ნებართვაც“,- განაცხადა გოგა ზაქაიძემ „ტვ პირველთან“. ცოტა ხნის წინ ადგილზე დედაქალაქის ინსპექციის სამსახური იმყოფებოდა, რომელმაც ინვესტორს სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა. აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში მერიაში შეხვედრა გაიმართება.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)