|
2015-10-06 12:34:22, 681 ნახვა
საზოგადოება
მოსახლეობა თბილისის ვიცე-მერს ტყუილში ადანაშაულებს (ვიდეო)
პეკინის 23 ა ნომერში მცხოვრებნი „ექსპრესნიუსთან“ თბილისის მერიაში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის ვიცე-მერსა და მოსახლეობას შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. „მსგავსი ფაქტი, ანუ თბილისის ვიცე მერსა და მოსახლეობას შორის არსებული შეთანხმების შესახებ ჩვენთვის არ არის ცნობილი“, - აღნიშნეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მოსახლეობა ჩვენს მასალას გამოეხმაურა და საპასუხოდ ვიდეო მასალა მოგვაწოდა, სადაც ვიცემერი ლაშა აბაშიძე ხალხს ჰპირდება რომ ბაღს არ დაანგრევენ. მოსახლეობა მერიას ტყუილში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა 3 სექტემბერს გაიცა. „ხარვეზები რომლებიც არქიტექტურის სამსახურმა დაუდგინა კომპანიას გამოსწორდა, მხოლოდ მათი გამოსწორების შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა“- განაცხადეს მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)