05:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 11:34:07, 734 ნახვა

საზოგადოება
წლევანდელი თბილისობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

„თბილისობა 2015“ 17 – 18 ოქტომბერს გაიმართება და განსხვავებული ფორმატის იქნება. დაგეგმილი ღონისძიებების საბოლოო პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 977 000 ლარია გამოყოფილი.

 „თბილისობას“ 16 ოქტომბერს, საღამოს „საპატიო თბილისელის“ დაჯილოვების ცერემონია გახსნის.  17 და 18 ოქტომბერს, რიყის პარკში დაგეგმილია სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ღია ტურნირები ჭადრაკსა და ჭიდაობაში,  საბავშვო ღონისძიებები და „ლაივ ფესტივალი“ ახალგაზრდებისთვის. 17 ოქტომბრის კულმინაცია, მიშა მდინარაძის პროექტი იქნება.

„თბილისობა 2015“ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეძღვნება. დღესასწაულის ფარგლებში ქ. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით, სტრატეგიის პრეზენტაცია მოეწყობა. ასევე გაიმართება სხვადასხვა თემატური შემეცნებითი აქტივობები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics